ვარშავაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 15.03.2017
ნანახია: 1084

განგაში პოლონეთში.  ვარშავაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან  აფეთქების  შემდეგ შენობიდან  თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით,  განგაშის მიზეზი შენობიდან რამდენიმე მეტრში მიწიქვეშა პარკინგის შესასვლელთან მომხდარი აფეთქება გახდა. 

გავრცელებული ინფორმაციით,  პარკინგთან ავტომობილი აფეთქდა.   როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანის მძღოლსა და მის თანმხლებ პირს  გაზის ბალონები გადაჰქონდათ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე