საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 15.03.2017
ნანახია: 1128

საფრანგეთის პროკურატურამ პრეზიდენტობის კანდიდატს ფრანსუა ფიიონს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

პრეზიდენტობის კანდიდატი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან თავისი ცოლი და შვილები პარლამენტში დაასაქმა.

1986- 2013 წლებში ფიონის მეუღლე პენელოპი საბიუჯეტო სახსრებიდან ხელფასის სახით ასობით ათას ვეროს იღებდა. გამოძიება სწავლობს რეალურად ასრულებდნენ თუ არა ფრანსუა ფიიონის ოჯახის წევრები სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ.

გამოცემა Le Canard enchaîné-ს ცნობით, პენელოპ ფიიონმა 500 ათასამდე ევრო აიღო პარლამენტში თავისი ქმრის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში.

საფრანგეთის კანონმდებლობა არ უკრძალავს დეპუტატებს თავიანთი ოჯახის წევრების დასაქმებას თანაშემწის თანამდებობაზე, თუმცა პენელოპის მაღალმა ხელფასმა კითხვები გააჩინა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე