პუტინმა მხარი დაუჭირა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების შესვლას რუსული არმიის შემადგენლობაში

საქართველო, თბილისი - 10:08 | 15.03.2017
ნანახია: 1691

ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის თანახმად,  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფი რუსული არმიის შემადგენლობაში შევა.  

პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა ოს სეპარატისტებთამ მოლაპარკებების წარმოება და შეთანხმების ხელმოწერა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე