გაგარინის მოედანზე მოქალაქე დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:48 | 15.03.2017
ნანახია: 1125

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, გაგარინის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოქალაქე დაჭრეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, ასევე დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი. 

დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე გვიან ღამემდე  მიმდინარეობდა რესტორნის პერსონალის გამოკითხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე