ყაჩაღობის მცდელობა თელავში - 75 წლის მოხუცს 40 წლამდე ქალი თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 19:10 | 14.03.2017
ნანახია: 1400

თელავში პენსიონერის დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით 40 წლამდე ასაკის ქალი დააკავეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ის ოპერატიული ღონისძიების შედეგად, რუსთაველის ქუჩაზე ცხელ კვალზე აიყვანეს. 

75 წლის ქალის დაყაჩაღება თელავში დღეს, რამდენიმე საათის წინ სცადეს. 

თავდამსხმელი თელავში, კავთისუბანში მცხოვრები ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისათვის დღეს აღებული პენსიის წართმევა განიზრახა. პენსიონერს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე