ხატია დეკანოიძის ვაჟი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:11 | 14.03.2017
ნანახია: 1636

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ვაჟი თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თორნიკე კოპალეიშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება, წინასასამართლო სხდომა 12 აპრილისთვისაა ჩანიშნული. კოპალეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე