პერუში სტიქიამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 14.03.2017
ნანახია: 1094

ხანგრძლივი სეზონური წვიმის შედეგად ანკაშის რეგიონში მდინარეები ადიდდა, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა.

წყალდიდობას თან მეწყერიც დაერთო. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია.

სტიქიური უბედურების ზონა ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე