თორნიკე ჯგერნაია: ვერავინ შეგიბღალავთ რწმენას, რადგან ის გულშია და არა - გამოსახულებებში

საქართველო, თბილისი - 15:48 | 01.11.2015
ნანახია: 3654

ვერავინ შეგიბღალავთ რწმენას , რადგან ის გულშია და არა - გამოსახულებებში, - ასე პასუხობს თეოლოგი, ხატმწერი თორნიკე ჯგერნაია ილიაუნიში ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში გამოფენილი ნახატის, "თვითმკვლელი ღვთისმშობელის" ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებებს.   

ჯგერნაია ამბობს, რომ თუ ხატი არ იქმნება მკაცრი იკონოგრაფიული სქემით და მკაცრად გაწერილი კანუნიკური წესითა და ჩვევით, საქმე აღარ გვაქვს ხატთან და ის უბრალოდ წარმოადგენს რელიგიური შინაარსის ”ნახატს” რომელსაც არაფერი აქვს საერთო ”ცოცხალ” სიწმინდესთან

”თუ ხატი არ იქმნება მკაცრი იკონოგრაფიული სქემით და მკაცრად გაწერილი კანუნიკური წესითა და ჩვევით, საქმე აღარ გვაქვს ხატთან და ის უბრალოდ წარმოადგენს რელიგიური შინაარსის ”ნახატს” რომელსაც არაფერი აქვს საერთო ”ცოცხალ” სიწმინდესთან! როგორც ხატმწერს შემიძლია გითხრათ რომ ”როცა ღვთისმშობელი თავს იკლავს” სწორედ ზემოთ ხსენებული შემთხვევაა... შემოქმედს კი უფლება აქვს თავისუფალი ინტერპრეტირებით წარმოადგინოს რელიგიური შინაარსის ”ნახატი” და ასევე თავისუფალი იყოს ინსპირაციეაში, კონცეფციაში, სტილში და ა.შ. ესე რომ იყუჩე ერო! ღრმად ჩაისუნთქე და ენერგია რომელსაც აგრესიის გამოვლინებაში ხარჯავ, განათლების მიღებაში დახარჯე!!! ასევე, მაგალითისთვის, სამომავლოდ რომ იცოდეთ,თუ კი ვინმე აიღებს ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ხატმწერმა შექმნა კანონიკის დაცვით და მოთხოვნებით, იკონოგრაფიულად გამართულია, ნაკურთხია და მას თვაისი გემოვნებით ხელზე ”ჩანგალს” მიახატავს ან ”პისტოლეტს” მაშინ ეს ქრისტიანისთცის შეიძლება აღქმული იყოს როგორც სიწმინდის შელახვა! რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.... ვერავინ შეგიბღალავთ ”რწმენას” რადგან ის ”გულშია” და არა ”გამოსახულებებში””, - ამბობს ჯგერნაია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე