ბათუმში გამართულ აქციაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან კადრების ამოღება ხდება

საქართველო, თბილისი - 12:18 | 14.03.2017
ნანახია: 1119

ბათუმში გამართულ აქციაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან კადრების ამოღება ხდება, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის ადვოკატმა რამინ პაპიძემ განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუმცა ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან შემდგომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ვიხილოთ რომელიმე მათგანი, შესაძლებელია ვიხილოთ აბსოლუტურად სხვა პირები. ამ ეტაპზე ინფორმაცია ოფიციალურად იდენტიფიცირებული პირების შესახებ არ არის. სამართალდამცავი პრგანოების მხრიდან მიმდინარეობს მტკიცებულების მოპოვება. კერძოდ, სხვადსახვა ტელეკომპანიიდან სასამართლოს განჩინებების მეშვეობით, ხდება კადრების ამოღება. - განაცხადა ადვოკატმა.
11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე