ვეძისში აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 14.03.2017
ნანახია: 1319

აფეთქების ხმა გაისმა გვიან ღამით ვეძისში, ისაკაძის 37 ნომერში. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ამავე კორპუსის ავტოფარეხში 2 ავტომანქანა დააზიანა. მოსახელობის თქმით, ბიძგი იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებმა იგრძნეს.

”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და პოლიციელები.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რამ გამოიწვია აფეთქება - დეტალებს გამოძიება დაადგენს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე