ილია II: ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი

საქართველო, თბილისი - 15:42 | 01.11.2015
ნანახია: 1891

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" ნახატის გამოფენას მკრეხელობას უწოდებს. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

“ ერთი სამწუხარო ამბავია, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდებიან”, - განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ,ნახატი "თვითმკვლელი ღვთისმშობელი" ილიაუნიში ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში იყო გამოფენილი.                    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე