პროკურატურის მხრიდან კრიტიკულ კითხვებს ადგილი არ ჰქონია - მიხეილ რამიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:12 | 13.03.2017
ნანახია: 1195

პროკურატურის მხრიდან კრიტიკულ კითხვებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა # 9 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

“პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ჩვეულებრივი საგამოძიებო კითხვები და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამ კითხვას მამა გიორგიმ გასცა ამომწურავი პასუხი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა. ციანიდზე იყო კითხვები, თუმცა ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი, ჯერჯერობით ეგ კითხვა არ დასმულა”, - აღნიშნა რამიშვილმა.

კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ოხანაშვილთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა და ის ამ ეტაპზე საქმეში არ ფიგურირებს. 

მისივე განცხადებით, დაკითხვა დღეს 17.00 საათზე განახლდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე