აჭარაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 16:09 | 13.03.2017
ნანახია: 1126

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე აჭყვაში,   ზაზა და ზვიად ბლადაძეები  ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. სამართალდამღვევებს ჩამოერთვათ ელექტროშოკური აპარატი, 4 ერთეული ჩოგანბადე და აკუმლატორი. დაილუქა 2,086 კგ. ტობის და 4, 654 კგ.  ქაშაპის  სახეობის თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე