გლდანის კენტი მ/რაიონების მაჟორიტარი დეპუტატი მურთაზ შელია მოსახლეობის წინაშე 2015 წლის ანგარიშით წარსდგა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 01.11.2015
ნანახია: 1663

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის “ წევრი და გლდანის კენტი მ/რაიონების მაჟორიტარი დეპუტატი მურთაზ შელია მოსახლეობის წინაშე 2015 წლის ანგარიშით წარსდგა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, 2015 წელის იანვრიდან დღემდე ბიუროს დახმარების მიზნით ათაზე მეტმა ადამიანმა მიმართა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბიუროში შემოვიდა 560 განცხადება,რომელთა 90 პროცენტი დაკმაყოფილდა.

მოქალაქეთა პრობლემები, ძირითადად, მედიკამენტებით დახმარებას, ოპერაციებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსებას , ასევე ერთჯერად ფულად დახმარებას , სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრას და სხვა სოციალური საკითხების მოგვარებას ეხებოდა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დახმარება, შესაძლებლობების ფარგლებში, არაერთ ადამიანს გაეწია.

მურთაზ შელიას თქმით, მოსახლეობა სამაჟორიტარო ბიუროს დაუკანონებელი ფართების დაკანონების თაობაზეც მიმართავს, რომელთა გარკვეული ნაწილი შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე უკვე დაკმაყოფილდა, ნაწილი კი განხილვის სტადიაშია. დეპუტატმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რაიონში 17 მისამართზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები დაასახელა. მისი აქტიური შუამდგომლობით აქ მცხოვრები დევნილების დახმარება, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

თბილისის მერიასთან და რაიონის გამგეობასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად რაიონში დაიგო გზები, რამდენიმე სკვერსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები , საფეხმავლო გზებზე გაკეთდა 100 ზე მეტი პანდუსი, 2015 წლიდან დღემდე 30 -მდე კორპუსს ჩაუტარდა სახურავის რეაბილიტაცია, შეკეთდა რამდენიმე კორპუსის ლიფტი, შეიცვალა შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა და წყალსაწრეტი მილები.

ანგარიშში მურთაზ შელია ბაგა-ბაღების საკითხსაც შეეხო. მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით I მიკრო რაიონში უკვე სრულდება 450 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა– ბაღის მშენებლობა და ასევე ბიურო ტერიტორიის მოძიების პროცესშია, კიდევ ერთი ახალი ბაღის ასაშენებლად ადგილის შერჩევისთვის.

დასასრულს დეპუტამა ბიუროს თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე