ლევან და გია ყარამანიშვილების საგანგებო განცხადება
საქართველო, თბილისი - 10:51 | 01.11.2015 ნანახია: 1732სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ამ განცხადების გაკეთებას გვაიძულებს ის უკანონობა, უსამართლობა და ძალადობა, რომელიც ხორციელება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მიზნით. ეს ძალადობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება უკვე 3 წელია მიზანმიმართულად ახორციელებსრუსთავი 2-ის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად და კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ყველას კარგად გვახსოვს ზეწოლა სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიაზე, სარეკლამო ბაზარზე კონტროლის დამყარების მიზნით; ფარული კამერების აღმოჩენა ტელეკომპანიაში, რაც დღემდე არ გამოძიებულა; ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება სრულიად აბსურდული ბრალდებით; სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, რომელიც ხელისუფლების აღიარებით იმთავითვე რუსთავი 2-ის, როგორც ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ იყო მიმართული; ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოსყიდვის მცდელობა. ხოლო როცა ამან დასახული შედეგი ვერ გამოიღო, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელად შევარჩიეთ მენეჯერული გამოცდილებისა და იურიდიული კვალიფიკაციის გათვალისინებით, სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინს და პირნათლად ასრულებს დირექტორის მოვალეობას. რუსთავი 2 უპირობო ლიდერია ქართულ ტელესივრცეში. ტელეკომპანიის საინფორმაციო, პოლიტიკური და გასართობი გადაცემები უმაღლესი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით სარგებლობს, რაც თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის და სხვა თანამშრომლების დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო სიმამაცის შედეგია. სარედაქციო პოლიტიკას თავად ტელევიზია განსაზღვრავს ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ფასეულობების ფარგლებში, რომელთაგან ტელევიზიას არასდროს გადაუხვევია. დიახ, რუსთავი 2კრიტიკული ტელევიზიაა. ვინ იცის, გაშუქდებოდა თუ არა საყდრისის, პანორამა თბილისის, ეკონომიკური კრიზისისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალური სხვა თემები, რომ არა რუსთავი 2. სწორედ ამიტომ უნდა ტელევიზიის ხელში ჩაგდება ხელისუფლებას. ხელისუფლებას სურს, რუსთავი 2 მაამებლურ მედიასაშუალებად აქციოს და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის საყვარელ ანტისადავლურ მედიასაშუალებებს დაამსგავსოს. ჩვენი პოზიციის სამართლებრივი სიმყარე აშკარაა ყველა კეთილსინდისიერი ადამიანისთვის. მაგრამ საკითხს აქვს სუფთად პრაგმატული მხარეც: დღეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობია უშუალოდ მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის - ისეთირუსთავი 2, როგორიც გვაქვს დღეს, თუ ისეთი, როგორადაც ხელისუფლებას სურს აქციოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ ეტაპზე კლასიკური რუსული რეიდერული სტილის შეტევა, საბოლოოდ, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაზ ურთმელიძე მიიღებს წინასწარ დაანონსებულ უკანონო გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან, ჩვენი საკუთრების უფლება აღდგება - ჩვენ ვერ წაგვართმევენ რუსთავი 2-ს, ქვეყანას კი შეიძლება წაართვან წარმატებული მომავლის შანსი. მადლობა ყველას, ვინც დგას ტელეკომპანიის გვერდით. თქვენ გვიცავთ ჩვენ და ამით, იცავთ საკუთარ მომავალს."
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა