სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 13.03.2017
ნანახია: 1277

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, უწყების სსიპ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ დელტა-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

"2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას და ხდებოდა ამ თანხების მითვისება", - წერია უწყების განცხადებაში.

მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში გამოძიება სსკ-ის 182 - ე მუხლის II ნაწილის „დ“ და III ნაწილის “ბ” პუნქტებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე