სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 10.03.2017
ნანახია: 1369

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (2,200 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით შეეფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე