2024 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვაზე განაცხადები მხოლოდ გერმანიამ და თურქეთმა წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 09.03.2017
ნანახია: 1883

გერმანია და თურქეთი ერთადერთი ქვეყნები გახდნენ, რომლებიც 2024 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლებისთვის იბრძოლებენ.

როგორც უეფას განცხადებაშია ნათქვამი, მხოლოდ ამ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა შეიტანეს განაცხადი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლებისთვის, იმ ვადებში, რომელიც 3 მარტს უკვე ამოიწურა.

2024 წელს ევროპის ჩემპიონატი კვლავ ერთ ქვეყანაში გაიმართება. ევრო -2020  კი ერთდროულად 13 ქვეყნის 13 ქალაქში ჩატარდება.

უეფას გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა გერმანიასა და თურქეთს ძლიერი კანდიდატები უწოდა. მისი თქმით, მათ შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

დასავლეტ გერმანიამ მსოფლიო ცემპიონატს 1947 , ევროპისას კი - 1988 წლებში უმასპინძლა. 2006 წელს კი ფეხბურთის მსოფლიო ცემპიონატი გაერტიანებულ გერმანაიში გაიმართა.

თურქეტში ასეთი მსხვბილი ტურნირები ჯერ არ გამართულა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე