მამა გიორგის სეიფი ცარიელი იყო - მიხეილ რამიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:15 | 07.03.2017
ნანახია: 1849

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატები დღეს მთავარ პროკურატურაში „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას დაესწრნენ.

ადვოკატების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედება ეხებოდა მამა გიორგის სეიფს, რომლის გახსნა და შემოწმება სპეციალისტებმა მოახდინეს.

„სეიფი გაიხსნა, არაფერი აღმოჩნდა, რომელზეც შეიძლება გამოძიებას რაიმე ეჭვი ქონოდა. აბსოლუტურად ცარიელი იყო.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე