ოზურგეთში საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 07.03.2017
ნანახია: 1427

რამდენიმე წუთის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

კობალაძის დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

უწყების პრესსამსახურის თქმით, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

არსებული ინფომრაციით, მაღალჩინოსანი ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტის შესახებ აინფორმაციას არ ფლობენ საკრებულოს თანამშრომლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე