ანჯელინა ჯოლის ახალი ”ბოიფრენდი” ჰყავს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:33 | 07.03.2017
ნანახია: 1667

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი კამბოჯაში მოგზაურობისას უცნობ მამაკაცთან შენიშნეს. ენჯი ახალგაზრდა მამაკაცის გარემოცვაში მაღაზიებში სეირნობისას დააფიქსირეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ანჯელინამ ბრედ პიტის შემცვლელი იპოვა, პირველად გამოცემა National Enquirer-მა გაავრცელა.

ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კამბოჯაში ყოფნისას მსახიობმა თავისი ახალი ბოიფრენდი შვილებსაც გააცნო.

გამოცემა იმასაც წერდა, რომ უცნობმა ტყუპები ნოქსი და ვივიენი Siem Reap-ის ბაზრობაზე წაიყვანა და 260 ათას დოლარად ღირებული ოქროს სამაჯურები უყიდა.

”ბრედი გაგიჟდება, როდესაც ამის შესახებ შეიტყობს. იმ დროს, როდესაც მას ომის გადატანა სჭირდება იმისთვის, რომ შვილებს შეხვდეს, ანჯელინა მათთან ერთად მთელს მსოფლიოს უვლის. ახლა კი ვიღაც ბიჭი მის შვილებს საჩუქრებსაც უძღვნის”, - წერს ბრედ პიტის მეგობარი.

თუმცა სხვა მედიის წარმომადგენლები წერენ, რომ იდუმალი ნაცნობი ვარსკვლავის პირადი მცველია, თუმცა მასთან შესაძლო რომანსაც არ გამორიცხავენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე