“ვისოლმა“ საწვავის ინოვაციური ბარათის „ვისოლ ქარდის“ პრეზენტაცია ინოვაში მოაწყო
საქართველო, თბილისი - 13:21 | 31.10.2015 ნანახია: 3277“ვისოლმა” ქართულ ბაზარზე საწვავის შესყიდვის ინოვაციური ფორმა დანერგა და მომხმარებელს საშუალება მისცა პლასტიკური ბარათის - „ვისოლ ქარდის“ მეშვეობით საწვავი ელექტრონულად, „ვისოლის“ ვებ გვერდის ან TBC PAY-ს აპარატების დახმარებით შეიძინოს და წინასწარ დაგეგმოს მგზავრობის ხარჯები. ამავდროულად, „ვისოლ ქარდის“ მფლობელები მუდმივად სარგებლობენ 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლებით შესყიდული საწვავის მოცულობიდან გამომდინარე. ახალი ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაცია „ვისოლმა“ კაფე „ინოვაში“ მოაწყო.
““ვისოლი“ ინარჩუნებს ინოვატორის სტატუსს ქართულ ნავთობბაზარზე და კიდევ ერთ მაღალტექნოლოგიურ სერვის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. საწვავის შესყიდვის ახლებური ფორმა - „ვისოლ ქარდი“ ფიზიკურ პირებს საშუალებას მისცემს კომფორტულად, დამატებითი დროის დახარჯვის გარეშე ელექტრონულად შეიძინონ საწვავი, წინასწარ განსაზღვრონ საწვავის ბიუჯეტი, რომ არ აღმოჩდნენ მოულოდნელი ხარჯების პირისპირ და არ იყვნენ დამოკიდებულნი ავტოგასამართ სადგურზე მისვლისას ნაღდი ფულის ქონაზე. 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლება კი ერთგული მომხმარებლისთვის „ვისოლთან“ ურთიერთობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვისოლ ქარდზე“ შეიძლება ჩაიტვირთოს სასურველი რაოდენობის ნებისმიერი ტიპის პროდუქტი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან კომპანიის ოფისში მისვლის გარეშე. „ვისოლ ქარდი“ ხარჯების კონტროლის უნიკალური საშუალებაცაა, რადგან მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ვირტუალური ანგარიშით შესაძლებელია შეძენილი პროდუქტის რაოდენობისა და ნაშთის შემოწმება.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. 2001 წელს „ვისოლი“ იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, კორპორაციული ჩიპური ბარათი დანერგა და 2009 წლიდან კორპორაციულ მომხმარებელს უკვე ავტოპარკის მართვის უნიკალურ GoLive სატელიტურ სისტემას სთავაზობს; 2013 წელს კი კომპანიამ ავტოგასამართი სადგურების მთელს ქსელში პირველად საქართველოში საწვავის მიწოდების უახლესი ტექნოლოგია - ავტომატიზაციის სისტემა დანერგა, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლისა და 100% სიზუსტით მიწოდების დამატებითი მაღალტექნოლოგიური გარანტიაა. შესაბამისად, „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა