თვითმკვლელობა ლაგოდეხის საავადმყოფოში -მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა

საქართველო, თბილისი - 09:28 | 07.03.2017
ნანახია: 1311

ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფო „კელაპტრის“ მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა. 37 წლის მამაკაცი კლინიკაში თავის ტრავმით ნასვამ მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე თქმით, პაციენტი აგრესიით გამოირჩეოდა, ახლობლები მის დაწყნარებას ცდილობდენ, მოგვიანებით კი მისი შეკავება ვეღარ შეძლეს და მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

გარდაცვლილი სოფელ ნინიგორის მცხოვრებია.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე