აი, რატომ არ ესწრებოდა ბრედ პიტი ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიას

საქართველო, თბილისი - 15:25 | 06.03.2017
ნანახია: 1974

ბრედ პიტს ცხოვრების ამ ეტაპზე რთული დღეები უდგას. ის მძიმედ განიცდის ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებას, აქტიურად იბრძვის ექვსივე შვილზე თანასწორი მეურვეობის მოსაპოვებლად და ცდილობს გათავისუფლდეს ალკოდამოკიდებულებისაგან.

იმისათვის, რომ პრობლემებისგან როგორმე განიტვირთოს, მსახიობმა გასართობის მოძებნა გადაწყვიტა. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ბოლო დროს პიტი ბეტონის სკულპტურების დამზადებითაა დაკავებული. ამ საქმიანობამ ის იმდენად ჩაითრია, რომ სახელოსნოში დამატებითი საათების გამო ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზეც კი უარი თქვა.

გამოცემის ცნობით, 53 წლის მსახიობი 10 დღის განმავლობაში ერთ-ერთი ხელოვნების ნიმუშზე თავაუღებლად მუშაობდა. შედევრის შექმნაში მას ცნობილი ბრიტანელი სკულპტორი ტომას ჰაუსიგო ეხმარებოდა.

აღსანიაშნავია. რომ ”ოსკარის” დაჯილდოების  ცერემონიაზე ბრედ პიტს მისი თანაპროდიუსერობით შექმნილი ფილმი ”მთვარის შუქი” უნდა წარედგინა. თუმცა გადამღები ჯგუფი მის გარეშე გაემგზავრა. ფილმმა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და ”ოსკარის” პრემია დაიმსახურა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე