პროკურატურამ შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 06.03.2017
ნანახია: 1819

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირი პარასკევს დაკითხეს. ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარმა პროკურატურამ შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

"დაკითხვებს არ დავსწრებივარ. კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. ეს ადვოკატის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას და მიიღოს სრული ინფორმაცია, ვინ დაიკითხა, რა ჩვენება მისცა", - განაცახდა ედიშერ ქარჩავამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე