საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 31.10.2015
ნანახია: 1723

ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ლასლო საბოს თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა კომისიის სხდომის ოქმს.

კომისიის სხდომის ფარგლებში მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებზე. განხილული იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, სტანდარტიზაცია, შესაბამისობის შეფასება და მეტროლოგია, აკრედიტაცია, სტატისტიკა, კავშირგაბმულობა, ინოვაციები, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა, ინტელექტუალური საკუთრება, განათლება, კულტურა, ევროინტეგრაცია და სხვა.

კომისიის სხდომის პარალელურად გაიმართა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, სადაც მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა უნგრული „Exim Bank“-ის ხელმძღვანელობასთან,  სადაც საქართველოში  შესაძლო საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან წარმოდგენილ პროექტებს, რათა  გამოავლინონ შესაძლო დაფინანსების ობიექტები.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელის შეხვედრა წამყვანი უნგრული კომპანია „Budapest Waterworks“-ის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე