ჯენიფერ ლოპესის შვილს დედის ჩაცმულობა არ მოსწონს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 06.03.2017
ნანახია: 3803

იმ დროს როდესაც ჯენიფერ ლოპესის თაყვანისმცემლები მომღერლის თამამი ჩაცმულობით აღფრთოვანებულნი არიან, მისი 9 წლის ვაჟი მაქსი ჯენიფერის ბოდეების გამო აღშფოთებას არ მალავს.

ერთ-ერთი ინტრვიუს დროს ჟურნალისტებს ჯეი ლომ ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ უამბო. ლას-ვეგასის შოუს მზადებისას, მომღერალმა შვილის პრეტენზია მოისმინა: ”დედა, რატომ არ იცვამ შარვალს? შენ უნდა ატარო შარვალი”.

მომღერლის თქმით, ის შვილისთვის შეეცადა აეხსნა, რომ ეს ჩაცმულობა მისი სამუშაოს ნაწილია.

”მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩემი შვილები გაიზარდნენ. დღემდე არ მჯერა, რომ ისინი უკვე 9 წლისანი არიან”.

ცოტა ხნის წინ ჯენიფერმა აღიარა, რომ შვილები მისთვის ღვთის საჩუქარია, რომლებიც ღმერთმა სწორედ მაშინ მოუვლინა, როცა დედობაზე აღარ ოცნებობდა.  






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე