პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს, არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა - დაკავებული დეკანოზი

საქართველო, თბილისი - 12:02 | 06.03.2017
ნანახია: 1423

გაზეთი „კვირის პალიტრა“ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჩვენების ნაწილს აქვეყნებს. 

"დილის 6 საათზე მოხდა ჩემი აყვანა. იმ დილით აეროპორტში ჩემმა მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი. ჩანთა და ორი ყუთით საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა გერმანელი ექიმებისთვის საჩუქრად. გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე.

ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში”, - აღნიშნულია დეკანოზის ჩვენების მცირე ფრაგმენტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე