ე.წ. ჭკვიანი პრეზერვატივის რეალიზაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:54 | 06.03.2017
ნანახია: 1493

ბრიტანეთში ე.წ. ჭკვიანი პრეზერვატივის რეალიზაცია დაიწყო. ამ დროისათვის ძნელი სათქმელია i.Con Smart Condom-ი პროდუქტი გახდება თუ არა.

რეალურად i.Con Smart Condom სრულყოფილი პრეზერვატივი არ არის. მოწყობილობა წარმოადგენს რგოლს, რომელიც ეცმევა ჩვეულებრივ კონტრაცეპტივს.

i.Con Smart Condom-ის მფლობელს პროცესის შესახებ ყველაფრის გაგება შეუძლია: მოძრაობის სიჩქარე, მისი ძალა, სექსის დროს დამწვარი კალორიების რაოდენობის შესახებ, მის ხანგრძლივობას, სხეულის ტემპერატურას და სხვა.

ისევე როგორც სხვა „ჭკვიანი“ მოწყობილობა i.Con Smart Condom-ის სმარტფონთან  Bluetooth-ის საშუალებითაა დაკავშირებული.

i.Con Smart Condom-ის ღირებულება 59,99 ფუნტი სტერლინგია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე