იარაღი, რომელიც მამა გიორგის ბინიდან ამოიღეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 10:53 | 06.03.2017
ნანახია: 4793

"პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ", შემინახეო - დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” განაცხადა. 

”ის იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. ძველით ახალ წელს მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო. სწორედ ეს იარაღი ამოიღეს მამა გიორგის ბინიდან. პროკურატურას ნამუსი რომ ჰქონდეს, ცრუ დასმენისთვის ირაკლი მამალაძეს უნდა აგებინოს პასუხი, ამის ნაცვლად ის დაცვით დადის დღეს და უტიფრად გაიძახის, პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდაო”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე