„მითხრა, ამ სახლს მე ვაშენებ და აი მე-17 სართულზე ბინა შენიაო... სასწაულებიც ხდება" - ოთო ნემსაძე

საქართველო, თბილისი - 15:00 | 04.03.2017
ნანახია: 2253

ომღერალ ოთო ნემსაძეს თაყვანისმცემელმა ბათუმში ბინა აჩუქა. ამის შესახებ მან, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ სასწაულები ხდება.

„მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ არ მიყვარს საკუთარი სიხარულის თუ მწუხარების აფიშირება, უბრალოდ, ეს ის შემთხვევაა, როცა, არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი ბედნიერება.

ცოტა ხნის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც თავისი დიდი სიმპათია გამოხატა ჩემი შემოქმედების მიმართ და მითხრა, ბათუმში რომ მოხვდები, უბრალოდ შემეხმიანეო.

გუშინ ჩამოვედი ბათუმში და შევეხმიანე ამ კარგ ადამიანს მოსაკითხად. შევხვდით ერთმანეთს და მან მანქანა დიდ მშენებარე კორპუსთან, ბათუმის ცენტრში გააჩერა. მითხრა, ამ სახლს მე ვაშენებ და აი მეჩვიდმეტე სართულზე ძალიან მაგარი ხედით ბინა შენიაო......

გავჩერდი და გავიყინე ადგილზე, არც კი ვიცოდი, რა მეთქვა, გულმა ისე დამიწყო ცემა, მეგონა, ამოვარდებოდა, თან მოაყოლა, არ მინდა არაფერი, უბრალოდ, კაი კაცი ხარ და აი, ეს სახლი მინდა გაჩუქოო.

ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, დამთანხმდა პოსტის დადებაზე.

პ.ს. არასდროს არ მილაპარაკია ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა ცხოვრების დიდი ნაწილი დამილაგა თავისი უდიდესი სულგრძელობით.

პ.პ.ს. აი, ზუსტად, ესეთი ადამიანები უნდა იყვნენ წარმატებულები უგზო-უკვლოდ, რათა ბევრი კეთილი საქმე აკეთონ. მადლობა, თქვენ! მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული. დედის დღეს გილოცავთ დედებო. მინდა, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა ნახოს ეს პოსტი. სასწაულებიც ხდება“, - წერს მომღერალი.

Image may contain: 3 people, people standing, sky and outdoor



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე