ქეთი დოლიძემ „ნაცები" დაწყევლა - ბრმების ქვეყანაა ეს ქვეყანა, წაწყდით, ნაცებო!

საქართველო, თბილისი - 14:49 | 04.03.2017
ნანახია: 1948

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სოციალურ ქსელში „ნაცები“ დაწყევლა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და კიდევ გადარჩენილ პატიოსან ხალხს ენმ-ს მხარდამჭერები უნდა დაეტოვებინა იმ ჯოჯოხეთში, რაც წინა ხელისუფლებამ შექმნა.

„ნაცები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც საქართველოს დაემართა ამ 30 წლის მანძილზე! ომზე დიდი უბედურება, რომელიც თვითონვე ჭირდებოდათ, რომ თავიანთი სისხლიანი რეჟიმი შეენარჩუნებინათ!!!!!

ბრმების ქვეყანაა ეს ქვეყანა, ალცჰეიმერით შეპყრობილი!!!!!

არა, ბიძინა ივანიშვილს და კიდევ გადარჩენილ პატიოსან ხალხს უნდა დაეტოვებინეთ იმ კოშმარში, იმ სალხინებელში, დანტეს უნდა მოეტარებინეთ იმ წლების ჯოჯოხეთში, რომ ბოლომდე დაებრმავებინეთ!!!! წაწყდით, ნაცებო!!!!", - წერს ქეთი დოლიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე