,,მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი. აწ და უკუნისამდე, ამინ!"

საქართველო, თბილისი - 14:19 | 04.03.2017
ნანახია: 3747

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი საკუთარ ფეისბუქზე იმ წყევლას აქვეყნებს, რომელიც დეკანოზმა სამართალდამცავ ორგანოებს გაუგზავნა.

მიხეილ რამიშვილი საკუთარ ,,ფეისბუზე" წერს, რომ სწორედ ეს სიტყვები გადასცა პროკურორს, რომელმაც მიიჩნია, რომ მამა გიორგიმ სწორედ ის დაწყევლა:

,,ბევრი ვიფიქრე და მინდა გითხრათ თუ რისი თქმა მთხოვა მამა გიორგიმ გამოძიებისთვის,ხოლო პროკურორმა შემდგომ საჯაროდ სთქვა, რომ თურმე მამა გიორგიმ ის დაწყევლა. წაიკითხეთ!!! ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლი წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი, პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირების ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი. აწ და უკუნისამდე, ამინ!

P.S. ეს სიტყვები ჩემს მიერ წაკითხული იქნა და გადაღებული ამის ჩანაწერი აქვს გამოძიებას, მამა გიორგიმ მთხოვა წერილი მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან და მათ ეს აღესრულებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღასრულებს, სამწუხაროდ წერილის დაბრუნება მომიწია მამა გიორგისთვის რადგანც ციხის ადმინისტრაციამ მიუხედავად ჩემი დიდი ომისა წერილის გამოტანის საშუალება არ მომცა. ის ამას აღასრულებს!"- წერს მიხეილ რამიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე