ადვოკატი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პროკურატურამ საერთოდ უნდა შეწყვიტოს

საქართველო, თბილისი - 17:17 | 02.03.2017
ნანახია: 1196

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პროკურატურამ საერთოდ უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, საქმეში არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია. 

”გარკვეულ საპროცესო ორ დოკუმენტზე ერთი პროკურორის სხვადასხავანაირი ხელმოწერებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებები რაც ჩატარებულია, უკანონოა და ეჭვქვეშ აყენებს რამდენად სამართლიანად მოხდა მისი დაკავება, რამდენად აძლევდა პროკურატურას იმის საშუალებას, რომ ბრალი წაეყენებინათ დეკანოზისთვის და საერთოდ სისხლის სამართლებრივი ძიება დაეწყოთ”, - განაცხადა ადვოკატმა. 

მისივე თქმით, წინასასამართლო სხდომაზე ის აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმით, მან დღეს „თვით ციანიდთან დაკავშირებით“ ბრალდებულისგან ისეთი ახალი ნიუანსების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროკურატურას მოუწიოს კითხვებზე პასუხის გაცემა. რამიშვილის თქმით, ის ძალიან ბევრ სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და მიიჩნევს, რომ საქმე უნდა შეწყდეს. 

რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ადვოკატებტან ერთად მოინახულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე