სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან 9 წელი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 09:37 | 02.03.2017
ნანახია: 2681

სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან 9 წელი შესრულდა. ცნობილი ქართველი მსახიობი 2008 წლის 2 მარტს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ჭიაურელი ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  • ნოდარ დუმბაძე “მე ვხედავ მზეს” ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • ანა აღლაძე “მღელვარე დღეები” კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე ნიკოლას პერიალისი “ბაფთიანი გოგონა” გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
  • უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
  • ჟან ანუი – “ჟანა დარკი” ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
  • სოფოკლე “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ნიკოლოზ გოგოლი “ქორწინება” აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ალექსანდრე ოსტროვსკი “ტალანტები და თაყვანისმცემლები” ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ვინა დელმარი “იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?” როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
  • კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
  • ფრიდრიხ დიურენმატი “მილიარდერის ვიზიტი” კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ივან ბუკოვჩანი “მამლის ყივილამდე” მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
  • კიტა ბუაჩიძე “ეზოში ავი ძაღლია” სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
  • პოლ ზინდელი “გვირილა” ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
  • ედუარდო დე ფილიპო “ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი” ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
  • ჰენრიკ იბსენი “მოჩვენებანი” რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • მერაბ ელიოზიშვილი “ბერიკონი” იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
  • ლევ ტოლსტოი “ანა კარენინა” ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ტენესი უილიამსი “იგუანას ღამე” მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ფრიდრიხ შილერი “ვერაგობა და სიყვარული” ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • ჯაბა იოსელიანი “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ილია ჭავჭავაძე “კაცია ადამიანი” დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
  • ე.დე ფილიპო “ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი” ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
  • რ. კლდიაშვილი “საპოვნელა” მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
  • რ. კლდიაშვილი “იადონას თეატრი” იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე

 რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  •  უილიამ შექსპირი “ზაფხულის ღამის სიზმარი” ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ე. ლაბიში “ჩალის ქუდი”ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
  • მაქსიმ გორკი “მდაბიონი” ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
  • ბერტოლდ ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი” შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
  • ჟან ანუი “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი

 ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:

  •  მ. სანტანელი “დედა დედოფალი” რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
  • რეზო კლდიაშვილი “მარტოობის ბინადარი” ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი “პლანეტების დაბადება” მასხარა
  • გაბრიელ გარსია მარკესი “სიყვარულის სულთათანა” გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე

 კინოროლები:

  •  “ჩვენი ეზო” ციცინო, რეჟ. რეზო ჩხეიძე
  • “ენგურის ნაპირებზე” თამარი
  • “ამბავი ერთი ქალიშვილისა” ლალი, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • “ვერის უბნის მელოდიები” ვარდო, რეჟ. გიორგი შენგელაია
  • “გენერალი და ზიზილები” ზოსია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” ტასია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • “ხევსურული ბალადა” მზექალა, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • “ფერისცვალება” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • “აურზაური სალხინეთში” თამრო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • “ნატვრის ხე” ფუფალა, რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • “აშიკ-ქერიბი” რეჟ. სერგო ფარაჯანოვი (კინოსტუდია ”ქართული ფილმი”)
  • “არ იდარდო!” სოფიკო, რეჟ. გიორგი დანელია (მოსფილმი)
  • “არევიკი” არევიკი, რეჟ. ა. აგაბაბოვი
  • “ალიბაბა და 40 ყაჩაღი” ალიბაბას დედა, რეჟ. ლ. ფაიზიევი, უმეშ მეჰრა (უზბეკფილმი, F.C. Mehra (ინდოეთი))
  • “იყიდება აგარაკი” რეჟ. . პატაპოვი
  • “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” ელენე
  • “წუთისოფელი” სიდონია, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • “ბროწეულის ყვავილი” დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი, რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
  • “დათა თუთაშხია” ნანო, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

 პრემიები და წოდებები:

    1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი

    1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი

    1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი

    1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის

    1980 სახელმწიფო პრემია

    1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია

    1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი

    1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია

    2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია

    2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია

    2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე