ლევან იზორია ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 01.03.2017
ნანახია: 2265

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი რანგის ამერიკელი სტუმრები მიიღო. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესი განიხილეს.

მხარეებმა საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს და ყურადღება იმ ლოკაციებზე გაამახვილეს, სადაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა და ვაზიანში საწვრთნელ ტერიტორიას მოინახულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე