პროკურორი: დეკანოზმა დაგვწყევლა

საქართველო, თბილისი - 16:09 | 01.03.2017
ნანახია: 1282

"კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, დეკანოზმა დაგვწყევლა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ მატოროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა უთხრა.

მისი თქმით, დაკავებულმა არც დღეს უპასუხა გამოძიების შეკითხვებს. პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდებული თავს არიდებს კრიტიკულ შეკითხვებს.

"მამა გიორგი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ის ჩვენების მიცემას იქამდე არ აპირებს, სანამ მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. მე მის სანუგეშოდ მოვედი", - ამბობს გიორგი თევდორაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე