ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სატრენინგო პროგრამისათვის, 44 მონაწილე შეარჩია

საქართველო, თბილისი - 15:49 | 30.10.2015
ნანახია: 1627

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისათვის, 44 მონაწილე შეარჩია, რომელიც 1-13 ნოემბერს,თელ-ავივში გაიმართება.

როგორც ცნობილია, ისრაელი ინოვაციური სტარტ-აპების კუთხით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში და მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული IT კომპანიებისა და სტარტაპების განვითარებას, მათთვის საერთაშორისო დონის, პრაქტიკული ცოდნის გადაცემას და გლობალური მნიშვნელობის კომპანიების ჩამოყალიბებაში დახმარებას.

პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა, ენერგიულ, მეწარმული სულისკვეთების მქონე მონაწილეებისთის, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ ისრაელის გამოცდილება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიმართულებით, აიმაღლონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მიიღონ გამოცდილება თუ როგორ გახდნენ უფრო წარმატებულები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დანერგონ შესწავლილი მეთოდოლოგიები საკუთარ საქმიანობაში. 

პროგრამა ფინანსდება ქართველი მეცენატის, მიხეილ მირელაშვილის მიერ და მასში მონაწილეობა არის უფასო. მირელაშვილის განცხადებით, ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა და იგი მომავალშიც განაგრძობს ქართული IT ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე