რა დაემართა უმა თურმანს? (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:50 | 01.03.2017
ნანახია: 2418

ჰოლივუდის ვარსკვლავი უმა თურმანი, რომელიც წითელ ხალიჩებზე მუდამ ბრწყინავდა, თავის თავს აღარ ჰგავს. 46 წლის მსახიობი გარეგნობაზე საერთოდ აღარ ზრუნავს, მაკიაჟს არ იკეთებს და თმებიც დაუდევრად აქვს შეკრული. მისი ჩაცმულობა კი აღფრთოვანებას ნადვილად არ იწვევს. თუმცა მისმა გუშინდელმა გარეგნობამ ყოვლისმნახველი პაპარაცებიც კი გააოცა.

მსახიობს ფოტოები პარიზის აეროპორტში გადაუღეს, სადაც ის თავის ქალიშვილთან ლუნასთან ერთად ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ მას კაბის ჩაცმა დავიწყებოდა, რადგან მის სხეულს მხოლოდ კოლგოტები ფარავდა და აშკარად ჩანდა, რომ მის ჩაცმულობას კიდევ რაღაც აკლდა.

მსახიობის გრძელვადიანი ბრძოლა ყოფილ შეყვარებულთან არპად ბიუსონთან ოთხი წლის ქალიშვილზე მეურვეობის შესახებ, უმას გამარჯვებით დასრულდა. ამ დღეებში ის ადვოკატებთან ერთად სასამართლოში გოგონას მამასთან შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად იმყოფებოდა.

თურმანი და ბიუსონი ერთად 2007-2014 წლებში ცხოვრობდნენ. ქალიშვილის მეურვეობაზე ისინი 2 წლის განმავლობაში იბრძოდნენ.  ფრანგი ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ უმას ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა, რაც მისი თქმით, მათი განშორების მიზეზი გახდა.

ლუნას გარდა მსახიობს კიდევ ორი შვილი ჰყავს: 18 წლის ქალიშვილი მაია და 15 წლის ვაჟი ლევონი, რომლებიც მას ითან ჰოუკთან ქორწინებაში შეეძინა.

 

 

 

 

გასულ კვირას უმა თურმანი ნიუ-იორკის ქუჩაში სიგარეტით ხელში შენიშნეს. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მისი ცნობა შეუძლებელი იყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე