ირანის ტელევიზიამ შარლიზ ტერონს დეკოლტე შავად შეუღება (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:12 | 01.03.2017
ნანახია: 1892

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, რომელიც ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიას გადასცემდა, შარლიზ ტერონს სხეულის შიშველი ადგილები შავად შეუღება. შარლიზ ტერონს, რომელიც სცენაზე ”საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” ნომინაციის გამარჯვებულის გამოსაცხადებლად გამოვიდა, ულამაზესი ღრმადდეკოლტირებული კაბა ეცვა. შარლიზის კაბა ირანისთვის ზედმეტად ღია აღმოჩნდა.

აღნიშნულ ნომინაციაში ირანელმა რეჟისორმა ასგარ ფარჰადიმ ფილმისთვის ”კომივოიაჟერი” გაიმარჯვა. თუმცა 44 წლის რეჟისორმა მთავარი როლის შემსრულებელ ტარან ალიდუსტისთან ერთად ”ოსკარს” ბოიკოტი გამოუცხადა და ამით დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტა, რომლის თანახმადაც ირანთან ერთად 6 ქვეყანას აშშ-ში შესვლა ეკრძალება.

ამასთან ფერჰადიმ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ აშშ-ში ჩასვლა პირდად მას აეკრძალა უარყო და აღნიშნა, რომ ამერიკის ვიზა ჰქონდა.

შარლიზ ტერონმა გამარჯვებული მსახიობ შირლი მაკლეინთან ერთად გამოაცხდა, რომლის ჩაცმულობაც ირანელი ცენზორებისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე