ნინო ქორთოშიძე: ეკა ბესელიასგან სინაზის ეტალონს შევქმნიდი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 01.03.2017
ნანახია: 5402

მოდა - საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სიტყვაა საზოგადოებაში. მოდა ეს არის ხელოვნება, რომელიც ადამიანში უნდა იყოს გამჯდარი. მოდასთან ასოცირდება ყველაფერი რაც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამკაულებს ეხება. როგორც ლეგენდარულმა კოკო შანელმა თქვა: „მოდა მიდის, სტილი კი რჩება“.

 ხშირად არის ლაპარაკი, ჭორაობა როდესაც ერთი მეორეს გადასჩურჩულებს - ნახე რა უგემოვნოდ აცვია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სტილი და გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება და ამიტომ გემოვნებაზე არ დაობენ. 

„მოდა გვკარნახობს როგორ ჩავიცვათ, რა ფერებში შევიმოსოთ და მინდა გითხრათ, რომ ამერიკაში უკვე ცნობილია 2018 წლის მოდა. საქართველოში როგორც ყოველთვის გვიან შემოდის ის ტენდენციები, რასაც მოდა ჰქვია“, - აცხადებს „Fashion ბუტიკის“ დირექტორი და დიზაინერი ნინო ქორთოშიძე.

როგორც დიზაინერმა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას აღნიშნა, 2017-2018 წლის მოდა საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებულია.

ნინო ქორთოშიძე, დიზაინერი:

2017-2018 წლის მოდა ძალიან დახვეწილი, მრავალფეროვანი და ფერადოვანია. შემოვიდა ისეთი დეტალები, რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით. მნიშვნელობა ენიჭება ხელით დამუშავებულ მატერიას, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნება ჯდება. ძირითადი დეტალები, რომელიც არ იცვლება, ეს არის ნაწარმის ტექნიკური ელემენტები. მაგალითად, ბარხატი და გიპიურის დეტალები შეიცვალა მყარი ელემენტებით.

ცისარტყელის ფერები. ძალიან მოდური იქნება ფორთოხლისფერი. ასევე, ყვითელი რომელიც სიწითლეში გადადის. აქტუალურია აქსესუარები, სამოსზე განთავსებული ბევრი ღილი, ბისერი, გაგიკვირდებათ მაგრამ როგორც ქალბატონებშია აქტუალური, ასევე მამაკაცებშიც.

რა აღარ არის მოდაში?

ყველას ძალიან უყვარდა დახეული ჯინსის ჩაცმა, რომელიც წელს აღარაა მოდაში. ამერიკულ  „ფეშენ ვიკზე“ წარმოდგენილი იყო ქუჩის ტრენდები ანუ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყოველდღიურ სამოსზე.

ანუ?

დახეული ჯინსი შეიცვალა, სწორი შარვლით. ასევე, მოდაში შემოდის შლაქსი. სხვათა შორის, ნინა წკრიალაშვილს ეცვა ერთ-ერთ გადაცემაში და ძალიან უხდებოდა. საერთოდ, ძალიან მომწონს მისი ჩაცმულობა, რადგან ყოველთვის გემოვნებით და მოდურად იცვამს.

ვინ იცვამს ყველაზე გემოვნებით?

გემოვნებით იცვამს ლელა წურწუმია, იცის სად, როგორ და რანაირად გამოიყურებოდეს. მომწონს ნინო ჩხეიძე, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს მოდის ტენდენციებს. უბრალოდ ვთვლი, რომ აქსესუარების მხრივ, ზოგჯერ არის გადატვირთული.

მოდური პოლიტიკოსები გვყვავს?

არა. მათ ძირითადად პიჯაკებში ვხედავ. მათი საქმიანობიდან გამომდინარე გასაგებიცაა რატომ აცვიათ ასე, მაგრამ შეცვლაც შეიძლება. დიდი სიამოვნებით ვიზრუნებდი ეკა ბესელიას იმიჯზე. დახვეწილი ქალბატონია, მაგრამ მასში უფრო სხვა ქალს ვხედავ, ვიდრე არის.

რას შეუცვლიდით?

ყველაფერს. უფრო თანამედროვეს გავხდიდი. სინაზის ეტალონს შევქმნიდი. მის პიჯაკებსაც სხვა დატვირთვას მივცემდი და რადიკალურად სხვანაირი იქნებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე