ნანა ჯორჯაძის ფილმი ჰოლივუდში 5 ნომინაციაში დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 01.03.2017
ნანახია: 1652

ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმი "ღვინის ნულოვანი მერიდიანი" ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.

ფილმი, რომელიც ღვინის ქართული ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს 5 ნომინაციაში დააჯილდოვეს.

საუკეთესო რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე

საუკეთესო სცენარის ავტორი - თამარ ბართაია

საუკეთესო პროდიუსერი - შალვა ხეცურიანი

საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ კვირიკაძე

როლის საუკეთესო შემსრულებელი - რევაზ ხეცურიანი

"ღვინის ნულოვანი მერიდიანი" სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ფილმის პრემიერა საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე