სასამართლომ ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 01.03.2017
ნანახია: 1250

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის ფაქტზე, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არტურ მარტინბლაუ დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ არტურ მარტინ ბლაუს მის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდაგადამზიდავი კომპანია შპს „AB Anneson Akeri", რომელსაც 2016 წლის ივნისის თვეში ირანიდან ჰოლანდიაში ბრინჯი უნდა გადაეზიდა. ტვირთისგადაზიდვა უნდა მომხდარიყო არტურ მარტინ ბლაუს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანით. გამოძიებით დადგინდა, რომავტომანქანის მისაბმელში, ნარკოტიკული საშუალების  შენიღბულად გადაზიდვის მიზნით  სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი, რომლითაც არტურ მარტინ ბლაუს საქართველო-უკრაინის სატრანზიტო გზით ნიდერლანდების სამეფოში ნარკოტიკული საშუალება უნდაგადაეზიდა.

2016  წლის 13 ივნისს  სამართალდამცველებმა არტურ მარტინ ბლაუ ბათუმის პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ავტომობილისმისაბმელის იატაკში მოწყობილი სამალავიდან  ამოღებულ იქნა 356 ნაწილად დაფასოებული 177კგ და 750,8 გრ. ფხვნილი, რომელიცკუსტარული წესით  დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს წარმოადგენდა. აღნიშნულ ფხვნილში ნარკოტიკულისაშუალება ჰეროინის წონა 96კგ და 598,67გრ. შეადგენდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ არტურ მარტინ ბლაუ   დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა  თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე