ყაჩაღობა ზუგდიდში - დაჭრილია ერთი ადამიანი, წაღებულია თანხა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 28.02.2017
ნანახია: 1266

ზუგდიდის სოფელ ოდიშში, სამმა ადამიანმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სადგურის თანამშრომელმა დამნაშავეებს თანხა მისცა, ის ცივი იარაღით მაინც დაჭრეს.

დაშავებული ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები პაციენტის მოთხოვნით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი განცხადებით პაციენტის ჭრილობა მძიმე არაა და მას ტვინის შერყევა აქვს.

საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე