დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: ბევრ რაღაცას შეიძლება აეხადოს ფარდა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 28.02.2017
ნანახია: 1249

ბევრ რაღაცას შეიძლება აეხადოს ფარდა, თემები არის ძალიან ბევრი და საინტერესო, - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.

მისივე თქმით, ბრალდებული მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
”დაკითხვა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, რადგან ჯერ არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა. თემები არის ძალიან ბევრი და საინტერესო. ამასთან, დეკანოზმა გუშინ განაცხადა, რომ კითხვების ნაწილს მას შემდეგ გაეცემა პასუხი, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, 13:00 საათისთვის განახლდება. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე