ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველს ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი, დუმბაძის ბაღი-სამკითხველო და სხვა უამრავი სიახლე ელოდება

საქართველო, თბილისი - 10:50 | 28.02.2017
ნანახია: 1630

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარტის დასაწყისში გაიხსნება ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი, დუმბაძის ბაღი-სამკითხველო, ახალი საცავები,  მოდერნიზებული კაბინეტები. ამის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე facebook-ის გვერდზე წერს. მისი თქმით, მკითხველს კიდევ ბევრი სიახლე ელოდება.

 ”ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი გამოდის საოცარი. ერთ-ერთი საუკეთესო.მარტის დასაწყისში გავხსნით. მერე ეკო-დარბაზი, დუმბაძის საბავშვო ბაღი-სამკითხველო და ფონდი, ახალი საცავები, მუსიკალური დარბაზი, მოდერნიზებული სამკითხველო-კაბინეტები და საბურთალოს ქუჩის კორპუსი, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცით, ჩვენი სავიზიტო ბარათთაგანი იქნება”, -წერს გიორგი კეკელიძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე