მთვარეზე ტურისტები 2018 წელს გაფრინდებიან

საქართველო, თბილისი - 10:12 | 28.02.2017
ნანახია: 1270

ამერიკული კერძო კომპანია SpaceX-ი ორ ადამიანს მთვარეზე გაამგზავრებს.

კომპანიის დამფუძნებლის ილონ მასკის თქმით, კოსმოსური ხომალდის მგზავრები არა ასტრონავტები, არამედ კერძო პირები იქნებიან.

ამასთან SpaceX-ის ხელმძღვანელმა კოსმოსური ტურისტების ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, მხოლოდ განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ და ჰოლივუდიდან არ არიან. წელს მომავალი კოსმოსური ტურისტები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და გაფრენისთვის მზადება დაიწყება.

კოსმოსური ხომალდი მოგზაურობისთვის გამოცდას უკვე გადის და წელს სავარაუდოდ ის არაპილოტირებულ გაფრენას განახორციელებს.

კოსმოსური ხომალდის პირველი გაფრენა არაპილოტორებული იქნება, ტურისტებთან ერთად კი  2018 წლის მეორე დეკადაში გაფრინდება.  

SpaceX-ის ჩანაფიქრით ხომალდი მთვარეს გარშემო შემოუფრენს და მასზე არ დაჯდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე