დეკანოზ მამალაძის დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ

საქართველო, თბილისი - 11:56 | 27.02.2017
ნანახია: 1347

ე.წ. მატროსოვის ციხეში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება ასევე, ადვოკატი.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დაკითხვის ხელოვნურად ჭიანურდების შესახებ ადვოკატების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. 

„იმედია, დღეს მაინც გასცემს დასმულ შეკითხვებს პასუხს. ადვოკატების მხრიდან ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას ბრალდებულზე რაიმე ზეწოლა მოხდებოდა, მათი მხრიდან მორიგი სიცრუეა, რადგან როგორც ჩანს, ეს მათი საქმიანობის ჩვეული ფორმაა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 

მისივე განმარტებით, ადვოკატს ბრალდებულის გამოკითხვა თავად შეეძლო, რაც არ გააკეთა. პროკურორის თქმით, ბრალდებული სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდა. მათ შორის, ერთხელ გამომძიებელთან შეხვედრაზე უარიც განაცხადა. 

რაც შეეხება ბრალდებულია ადვოკატს, მიხეილ რამიშვილმა მატროსოვის ციხეში შესვლამდე განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლები რადიკალურად განსხვავებული იქნება.

“მამა გიორგი იძლევა იმ ჩვენებას, რისი მიცემაც მას სურს, ის არაფრის შეცვლას არ აპირებს და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული იქნება ამ ჩვენების საფუძველზე მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ შეაფასებს მტკიცებულებებს პროკურატურა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე