”ოსკარის” პრემია საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში კეისი აფლეკმა მიიღო

საქართველო, თბილისი - 10:32 | 27.02.2017
ნანახია: 2009

”ოსკარის” პრემია ”მამაკაცის საუკეთესო როლისთვის” კეისი აფლეკმა მიიღო, რომელმაც ამერიკელი რეჟისორის კენეტ ლონერგანის ფილმში ”მანჩესტერი ზღვის პირას” მთავარი როლი შეასრულა.

ფილმი ”ოსაკრის” ქანდაკების მოსაპოვებლად ექვს ნომინაციაში იბრძოდა. ლონერგანმა მიიღო პრემია საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.

ფილმში მთავარ როლებს კეისი აფლეკი და ლუკას ხეჯესი ასრულებენ.

აფლეკმა ფილმში შესრულებული სამუშაოსთვის ”ოქროს გლობუსისა” და BAFTA-ს პრემიებიც დაიმსახურა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე