“ოსკარის” პრემია საუკეთესო ფილმისთვის ”მთვარის შუქს” გადაეცა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 27.02.2017
ნანახია: 1647

 “ოსკარის” პრემია საუკეთესო ფილმისთვის ბარი ჯენკისნის ”მთვარის შუქს” გადაეცა.

ფილმის მთავარი სიუჟეტი მაიამის გეტოში აფროამერიკელი მოზარდის ცხოვრებას ეძღვნება.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მახერშალა ალი, ნაომი ჰარისი და ჟანელ მონე.

ფილმი წარდგენილი იყო ”ოსკარის” რვა ნომინაციაში. ერთ-ერთი პრემია ალიმ  მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი რილისთვის მიიღო.  

მანამდე ”მთვარის შუქმა” აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის ჯილდოც მოიპოვა. ამის გარდა ფილმმა  ”ოქროს გლობუსის” პრემია ”საუკეთესო დრამატული კინოს” ნომინაციაშიც დაიმსახურა.

საინტერესოა, რომ ”ოსკარის” ცერემონიის გამარჯვებულის გამოცხადებისას მსახიობმა უორენ ბიტმა შეცდომით ”ლა-ლა-ლენდი” დაასახელა. ბიტის გამოცხადების შემდეგ ”ლა-ლა-ლენდის” გადამღები ჯგუფი სცენაზე სამადლობელი სიტყვისთვის ავიდა, თუმცა ის ერთ-ერთმა პროდიუსერმა შეაჩერა და განაცხადა, რომ სინამდვილეში გამარჯვებული ”მთავრის შუქი იყო”. ცერემონიის ორგანიზატორებმა შეცდომისთვის ბოდიში მოიხადეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე